ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავი დამარ ჰემლინი მატჩის დროს მიღებული ტრავმის შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაშია. „ბაფალო ბილსის“ 24 წლის მოთამაშე „ცინცინატი ბენგალსთან“ თამაშის პირველ მეოთხედში მოწინააღმდეგეს შეეჯახა და გონება დაკარგა.
პირველად დახმარებას მას მოედანზე 30 წუთის განმავლობაში უწევდნენ, რის შემდეგაც ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.