2023 წელი ავტოსპორტის, განსაკუთრებით კი რალისა და დრიფტის სამყაროსთვის საშინელი ამბით დაიწყო. დრიფტის მეფედ წოდებული კენ ბლოკი იუტას მთებში ტრაგიკულად დაიღუპა. ლეგენდა 55 წლის იყო. ის ტრაგიკულ ავარიაში თოვლმავალით მოყვა.
პოლიციის განმარტებით, კენ ბლოკი თოვლმავალს ციცაბო ფერდობზე მართავდა.
რალის კარიერა მან 2005 წელს აშშ-ში დაიწყო და მალევე იქცა ავტომოყვარულებისთვის მისაბაძ ადამიანად.