ხვიჩა კვარაცხელია ''ინტერის'' წინააღმდეგ ''ნაპოლის'' განაცხადშია

03 იანვარი 2023, 20:44 1396 ნახვა

თვენახევრიანი შესვენების შემდეგ იტალიის ''სერია A'' ხვალ განახლდება.
ხვიჩა კვარაცხელიას ''ნაპოლი'' მილანში ''ინტერს'' ესტუმრება.

ნეაპოლელებმა ხვალინდელი მატჩისთვის განაცხადი გამოაქვეყნეს, სადაც ქართველი ფეხბურთელიც არის.

ხვიჩამ ''ნაპოლის'' მაისურით ბოლო ოფიციალური მატჩი 1 ნოემბერს ''ლივერპულის'' წინააღმდეგ ჩაატარა. ამის შემდეგ ტრამვა მიიღო და 3 ოფიციალური შეხვედრის გამოტოვება მოუწია.

კვარაცხელიამ სარაბილიტაციო კურსი კარგად გაიარა და სეზონის განახლებას ფორმაში ხვდება. სხვადასხვა იტალიური გამოცემების ვარაუდით ხვიჩა ''ინტერის'' წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს.

''ინტერისა'' და ''ნაპოლის'' შეხვედრა 4 იანვარს თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

გასული 15 ტურის შემდეგ ''ნაპოლი'' 41 ქულით იტალიის ჩემპიონატის ლიდერია, ხოლო ''ინტერი'' 30 ქულით მეხუთე ადგილს იკავებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში