დეპუტატებს ხელფასიდან 80 ათასი ლარი დაექვითათ

29 დეკემბერი 2022, 20:04 751 ნახვა

საპარლამენტო და საკომიტეტო სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების გამო დეპუტატებისთვის ხელფასიდან დაქვითული თანხა 80 ათასს ლარს შეადგენს. შესაბამისი საბჭოს გადაწყვეტილებით, პარლამენტის წევრების დაქვითული ხელფასი საქველმოქმედო ღონისძიებებს მოხმარდება. როგორც შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, 80 ათასი ლარიდან 77% პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებზე მოდის. კომიტეტისა და პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო პარლამენტის წევრებს ხელფასის 10% უკავდებათ.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი