ექთნის გარდაცვალების საქმეზე ექიმ ვიოლეტა ინასარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ. ბრალის დაზუსტების შემდეგ კი , დაცვის მხარეს საქმის მასალები გადაეცემა, სასამართლო კი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. ცნობილია პროკურატურის პოზიცია, სახელმწიფო ბრალდება აღკვეთის სახით გირაოს ითხოვს. ადვოკატის თქმით, გარდაცვლილის ოჯახი ყველა დამნაშავის დასჯას ითხოვს. შეგახსენებთ, მეგი ბაქრაძე 2021 წლის მარტში გარდაიცვალა, კოვიდ ვაქცინის გაკეთების შემდეგ.