უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული - უკრაინული მედია

29 დეკემბერი 2022, 10:56 507 ნახვა

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული-ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მოქალაქეები იღებენ გაფრთხილებას, რომ თავშესაფრებში გადავიდნენ.

მათივე ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 05:33 საათზე საჰაერო განგაში სამხრეთის ოლქებში გამოცხადდა, 06:04 საათისთვის კი – ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა შავ ზღვაში ორი წყალზედა რაკეტმზიდი გამოიყვანეს.

პარალელურად ვრცელდება ინფრომაცია, რომ კიევში აფეთქებების ხმა ისმის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი