თამარის დასახლებაში ბარაკული ტიპის საცხოვრებელი დაიწვა. 12 ოჯახია დარჩენილი ღია ცის ქვეშ. მოსახლეობა დროულ დახმარებას სთხოვს ხელისუფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ამავე დასახლებაში არსებულ სოციალურ სახლში თვითნებურად შესახლებით იმუქრებიან. ცოტა ხნის წინ დასრულდა დაზარალებულებსა და მერიის წარმომადგენელს შორის შეხვედრა.