"არ შეიწყალო კრიმინალი" -  აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან

28 დეკემბერი 2022, 15:34 2609 ნახვა

"არ შეიწყალო კრიმინალი" - ამ ლოზუნგით, წინა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, დაზარალებული პირების ოჯახის წევრები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ. 

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ სურთ, სალომე ზურაბიშვილს შეახსენონ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დანაშაულები.

"ამ ადამიანის შეწყალება არ შეიძლება, უბედურება დატრიალდება საქართველოში, სულ აქციები აქციებზე დაიწყება რომ შეიწყალონ, იმიტომ ვატარებთ ამ აქციას. გამაფრთხილებელი აქციაა ეს, მეტი არაფერი. ძმა მომიკლეს და მეტი რაღა უნდა დავზარალებულიყავი,“ - განაცხადა სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა. 

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა მათთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ზურაბიშვილმა წარმომადგენელი გაუგზავნა და სთხოვა, მათ რომ ცენტრალური შესასვლელისკენ გადაინაცვლონ, სადაც აქციის მონაწილეებს შეხვდება.

აქციის შესახებ მოწოდება გუშინ გააკეთეს ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა, სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა და გიორგი გამცემლიძის მამამ, ჯამბულ გამცემლიძემ.  წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი