რაღა გირგვლიანის გალახვა გახდა კანონდარღვევა? - ირაკლი ჯორბენაძე

28 დეკემბერი 2022, 14:15 931 ნახვა

როცა შენ ეხები ჩემს სიწმინდეს, მოსულა! და მოკვლა რომ სდომებოდა იქ ვინმეს, იარაღებიც ჰქონდათ და დამალვაც შეეძლოთ უფრო უკეთესადაც! - ასე პასუხობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ჯორბენაძე მისივე თანაპარტიელ, მირტად ქამადაძეს. სოციალურ ქსელში დისკუსია სანდრო გირგვალინის თემას მოჰყვა. ქამადაძემ ფეისბუქზე დაწერა:

"გირგვლიანის საქმე არის ნაცმოძრაობის ხელისუფლების შავი ლაქა და დღეს ამ საკითხის გამართლება სხვადასხვა მორალური პედესტალიდან, რბილად რომ ვთქვათ, არასწორია. ეს არ არის მოგების ფორმულა.
თუ ვინმეს მართლა უნდა ცვლილება ამ ქვეყანაში, შავზე თეთრი კი არ უნდა ამტკიცოს, არამედ ხალხს გასაგებად უნდა უთხრას, რის გაკეთებას აპირებს, რომ აღარ განმეორდეს მსგავსი ფაქტები, ანუ რის გამოსწორებას აპირებს ამ მიმართულებით".

ქამადაძის ამ პოსტს მისივე თანაპარტიელის, ირაკლი ჯორბენაძის გაღიზიანება გამოიწვია:

"არ ვთქვათ სიმართლე! რა მოხდა აღარ ვილაპარაკოთ! წავუყრუოთ და ყველა ფეხის ნაბიჯზე ვუსმინოთ და ველოდოთ, როდის დაგვაზელენ გოგლიმოგლს თავზე!
ქამადაძის კითხვაზე - "რას ეუბნები შენს ამომრჩეველს ამით, როგორც პოლიტიკოსი? ანუ ადამიანის დევნა და სიკვდილამდე მიყვანა მოსულა?" - ჯორბენაძე პასუხობს:
"როცა შენ ეხები ჩემს სიწმინდეს, მოსულა! და მოკვლა რომ სდომოდა იქ ვინმეს, იარაღებიც ჰქონდათ და დამალვაც შეეძლოთ უფრო უკეთესადაც
დღისით, მზისით, ოჯახში ხოცავენ ხალხს და ამხელა რეზონანსი რაღაც არ მახსენდება, ამავე საზოგადოებისაგან და რაღა გირგვლიანის გალახვა გახდა კანონდარღვევა?!".

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი