პუტინი დსთ-ს ლიდერებს მასპინძლობს

27 დეკემბერი 2022, 11:40 565 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტმა სანკტ-პეტერბურგში პოსტსაბჭოთა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ლიდერები მიიღო. არაფორმალური სამიტი წლის ბოლო შეხვედრაა, რომელსაც ხშირად რუსეთი მასპინძლობს. დსთ ჩამოყალიბდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 1991 წელს და გააერთიანა 15-ვე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის - ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის გარდა. უკრაინამ ორგანიზაცია 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ დატოვა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი