„ახალი წლის დღეები ქვეყნის 63 ქალაქში დღეს დაიწყო და 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს მზადება საახალწლო ღონისძიებებისთვის, გამონაკლისი არც სვანეთია. რეგიონის ცენტრში საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეებია მოწყობილი, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტო სტენდები და ინსტალაციები. ბავშვების განწყობაზე ანიმატორები ზრუნავენ. მთელი დღის განმავლობაში აქ სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები იმართება, რომელიც ყველა თაობის ადამიანისთვისაა გათვლილი. საკონცერტო სცენა დღის განმავლობაში ადგილობრივ ანსამბლებს ეთმობა, საღამოს კი ანსამბლი „ბანი“ და ჯგუფი რეზო და ბავშვები იმღერებენ.