ოკუპანტმა ხერსონი დაბომბა - არის მსხვერპლი

24 დეკემბერი 2022, 17:55 631 ნახვა

ხერსონში რუსი ოკუპანტების იერიშს მსხვერპლი მოჰყვა. დაბომბვის შედეგად დაიღუპა 8 ადამიანი და დაშავდა 58. უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაბომბილი ქალაქის ფოტოები გამოაქვეყნა.ასევე დაზიანდა ინფრასტრუქტურა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასავლეთს დახმარების გააქტიურებისკენ მოუწოდა. კულებას თქმით, ხერსონის დაბომბვას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა და მაშინ, როდესაც ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მოსახლეობა სადღესასწაულო სუფრას ამზადებს, უკრაინაში ბოროტებას ებრძვიან. „ახლა ჩვენ გვჭირდება აქტიური და ხანგრძლივი დახმარება, იმისთვის რომ გავიმარჯვოთ“ - აღნიშნა კულებამ. გარდა ამისა, უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ძალები აგრძელებენ საჰაერო და საარტილერიო თავდასხმებს. რთული ვითარება რჩება ბახმუტის მიმართულებით.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი