პუტინის ომი უკრაინაში

24 დეკემბერი 2022, 12:21 605 ნახვა

უკრაინაში ომის 10 თვე შესრულდა. ოკუპანტი ისევ არ წყვეტს საომარ მოქმედებებს. გვიან ღამით რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეს მიმართულებით. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. გრძელდება იერიში დონეცკის ოლქშიც, სადაც გასული დღე ღამის განმავლობაში დაბომბვის დროს 2 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით ოკუპანტის მიერ დონეცკის ოლქის მიმართულებით 3 სარაკეტო და 10 საავიაციო დარტყმა განხორციელდა. ბოლო 24 საათში ოკუპანტმა ბახმუტის მიმართულებით 25 დასახლებულ პუნქტზე მიიტანა იერიში. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად უკრაინის პროკურატურამ წამებისა და სხვა არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე სისხლის სამართლის 5 079 საქმე აღძრა. უწყების ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება ბავშვთა წინააღმდეგ ომის დანაშაულის 855 საქმეზე, საიდანაც 10 სექსუალური ძალადობის ფაქტებს ეფუძნება. უკრაინის პრეზიდენტმა კი ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ რუსეთის მოქალაქეებს მკაფიოდ უნდა ესმოდეთ, რომ ტერორი უპასუხოდ არ დარჩება. უკრაინელებს კი მოუწოდა სადღესასწაულო პერიოდში საჰაერო განგაშების სიგნალებს ყურადღება მიაქციონ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი