ორი ოქრო და ერთი ბრინჯაო იერუსალიმის მასტერსზე

23 დეკემბერი 2022, 12:54 569 ნახვა

იერუსალიმში დასრულდა წლის შემაჯამებელი ტურნირი ძიუდოში. მსოფლიოსა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. 2021 წლის დოჰას მასტერსის გამარჯვებულმა და მსოფლიოს რეიტინგის ლიდერმა ტურნირის ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე საიდ მოლაი დაამარცხა. ჩემპიონი გახდა ასევე ილია სულამანიძე. 100 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში ილიამ ნიდერლანელ სიმეონ კატარინას მოუგო და საქართველოს მეორე ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებმა კი იერუსალიმის მასტერსი საერთო ჯამში სამი მედლით დაასრულა. აქედან ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალია, რომელიც ლუკა მაისურაძის ანგარიშზეა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი