დაჯილდოება სხვადასხვა სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის

23 დეკემბერი 2022, 12:33 394 ნახვა

სხვადასხვა სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ტბელ აბუსერისძის ორდენებით, ღირსების მედლითა და საპატიო წოდებით ღვაწლმოსილი პირები დაჯილდოვდნენ. ტბელ აბუსერისძის I ხარისხის ორდენით მწერალი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე, 11 პოეტური კრებულის ავტორი ვახტანგ ღლონტი. ასევე ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა და სამედიცინო სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი აკაკი ბერიძე. ტბელ აბუსერისძის II ხარისხის ორდენი გადაეცა ვლადიმერ ბალაძეს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს. ღირსების მედლით დაჯილდოვდა აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ხუსეინ სირაბიძე. ჯანდაცვის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საპატიო წოდება გადაეცა რუსუდან შავიშვილს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში