აჭარაში პრივატიზების შედეგად 120 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება - აჭარის ეკონომიკის სამინისტრო

21 დეკემბერი 2022, 14:57 708 ნახვა

მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული 8 უძრავი ქონების პრივატიზება განხორციელდა - ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მიწის ნაკვეთების განკარგვა ელექტრონული აუქციონის შედეგად მოხდა. აუქციონები საწყისი საპრივატიზაციო ღირებულებით 32 140 000 ლარით გამოცხადდა, საბოლოო ვაჭრობის შედეგად კი 42 875 000 ლარი დაფიქსირდა.

"ხელშეკრულების პირობების მიხედვით, ქონების შემძენმა პირებმა ჯამში 120 000 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია უნდა განახორციელონ.

აჭარაში, 2022 წლის 9 თვის მონაცემებით, უძრავი ქონების მთლიანი ბაზრის ღირებულება 34%-ით არის გაზრდილი და 503 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

2022 წლის 9 თვის წინასწარი მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 106.5 მლნ აშშ დოლარია. სექტორები: უძრავი ქონების სექტორი, ტრანსპორტი, დამამუშავებელი მრეწველობა.

ბიზნეს სექტორის მესამე კვარტლის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან მიმართებაში, ბრუნვა 39%, პროდუქციის გამოშვება 23% და დასაქმებულთა რაოდენობა 11%-ით არის გაზრდილი", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში