იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმასთან ერთად ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია, ასევე საარჩევნო ჩარჩოს გაუმჯობესება, რომელზეც პარლამენტში მუშაობა გრძელდება და კოდექსს სავარაუდოდ ამ კვირაში მესამე მოსმენით დაამტკიცებენ. საარჩევნო რეფორმის კანონპროექტის მიხედვით, მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნები 70%-ით ელექტრონული სისტემით ჩატარდება, ასევე, გამკაცრდება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე კონტროლი, ცვლილებებია გასაჩივრების ვადებშიც.