კიევში რუსული ძალების მიერ უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული თავდასხმის გამო ელექტროენერგია გაითიშა.
უკრაინული მედიის ცნობით, ელექტროენერგიის მიწოდება არ აღდგება მანამ, სანამ ენერგოსისტემაში სიტუაცია არ დასტაბილურდება.
კიევის საჰაერო სივრცეში 20-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი დაფიქსირდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კი 15 მათგანი გაანადგურეს.
საერთო ჯამში, უკრაინის მიმართულებით გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსულმა ძალებმა 35 ირანული უპილოტო საფრენი აპარატი „შაჰედ 35“ გაუშვეს.
მძიმე ვითარება რჩება ბახმუტში, სადაც უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ოკუპანტები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ იქ ერთი მთლიანი კედელიც არ დარჩეს.