ტაილანდის ყურეში სამხედრო ხომალდი ჩაიძირა, არის მსხვერპლი

19 დეკემბერი 2022, 14:21 716 ნახვა

ტაილანდის ყურეში შტორმის დროს სამხედრო გემი ჩაიძირა. მაშველები 30-ზე მეტ სამხედროს ეძებენ, საზღვაო ფლოტის ინფორმაციით, ბორტზე ეკიპაჟის 100-ზე მეტი პირი იმყოფებოდა. სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

საზღვაო ძალების წარმომადგენლის თქმით, 12 საათზე მეტია, რაც სამხედროებს ეძებენ. აღნიშნა, რომ მომხდარის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის ცნობილი არ არის და დაიწყება გამოძიება.

შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც წყალმა გემის ელექტროსადგურები დატბორა, რომელმაც მოკლე ჩართვა გამოიწვია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი