ავღანეთის დედაქალაქში გვირაბში აფეთქება მოხდა. ქაბულის სალანგის გვირაბში საწვავის ტანკერი აფეთქდა, რის შედეგადაც დაიღუპა 19 ადამიანი, 32 ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.
დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები. პარვანის პროვინციის სპიკერის თქმით, გარდაცვლილთა ნაწილის იდენტიფიცირება ძლიერი დამწვრობების გამო ვერ ხერხდება.
ნანგრევებში ამ დრომდე რჩებიან მოქალაქეები და ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. ინციდენტის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.