ავტოსადგურების რეგულაციების საკითხი

16 დეკემბერი 2022, 14:06 797 ნახვა

საქალაქთაშორისო სატრანსპორტო ქსელის, ასევე ავტოსადგურებში გაუმართავი ინფრასტრუქტურა და ერთიანი რეგულაციების არარსებობა - ტრანსპორტის სფეროს მთავარ პრობლემებად ექსპერტები სწორედ ამ საკითხებს ასახელებენ.

ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” თავმჯდომარის გელა კვაშილავის განცხადებით, შედეგის მისაღწევად საჭიროა გაწერილი იყოს სტანდარტი,  თუ რა ფუნქციები და ვალდებულებები ექნება ავტოსადგურებს, გადამყვანებსა და მომხმარებლებს.

ავტოსადგურებთან დაკავშირებული კანონპროექტის შეფასებისას, ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში გაერო-ს ექსპერტმა აღნიშნა, რომ დღეს საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაყვანისას მგზავრების მომსახურებისა და უსაფრთხოების დონე ძალიან დაბალია, ასევე არის ადგილები, სადაც საქალაქთაშორისო ტრანსპორტი არ ფუნქციონირებს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი