ევროკავშირი უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტის დაწესებაზე შეთანხმდა. ლიდერების სამიტის შემდეგ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ევროკავშირი ერთგული რჩება და პარტნიორებთან ერთად უზრუნველყოფს უკრაინის ფინანსურ დახმარებას.
ამასთან ევროკავშირი სასწრაფოდ გაააქტიურებს უკრაინისთვის ჰუმანიტარული და სამოქალაქო დაცვის დახმარების მიწოდებას და დაეხმარება ქვეყანას კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში.
ევროკავშირის ლიდერებმა აღნიშნეს, რომ გააგრძელებენ უკრაინის პოლიტიკურ და სამხედრო მხარდაჭერას, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებისა და ტერიტორიების განაღმვაში დახმარების გაწევით.