პოლონეთის პოლიციის მთავარ სამმართველოში აფეთქება მოხდა, პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამმართველოში აფეთქდა ე.წ საჩუქარი უკრაინიდან, რის შედეგადაც პოლიციელის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.
უწყების განცხადებით, აფეთქების შედეგად შენობის პირველი სართულის ერთ-ერთ ოთახში ჭერი ჩამოინგრა. მათი ცნობით, აფეთქდა საჩუქარი, რომელიც კომენდანტმა უკრაინაში სამუშაო ვიზიტის დროს მიიღო და ის უკრაინული სპეცსამსახურების ერთ-ერთი ხელმძღვანელის მიერ იყო გაკეთებული. უწყება არ აკონკრეტებს რა საჩუქარზეა საუბარი.