2023 წლის აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტზე იმსჯელებენ დღეს უმაღლეს საბჭოში. ამ წუთებში რეგიონის წარმომადგენლობით ორგანოში ბიუროს სხდომა მიმდინარეობს.
რეგიონის მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს და საფინანსო,საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის დასკვნას ბიუროს წევრებს კომიტეტის თავმჯდომარე აცნობს. მარიკა გვიანიძე ისაუბრებს ასევე აჭარის მთავრობის პრიორიტეტების დოკუმენტზე.
ბიუროზე წარადგენენ ცვლილებებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში.
დღესვე განისაზღვრება აჭარის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგი, რომელიც 15 დეკემბრისთვის ჩაინიშნება.