დღესვე პარლამენტში დეპუტატები ბრიუსელის 12 დავალებიდან ერთერთზე მუშაობას ისევ გააგრძელებენ. კანონმდებლებმა დღეს საარჩევნო რეფორმას მეორე მოსმენით უნდა უყარონ კენჭი.
ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ კანონპროექტში 13 ცვლილება შევიდა.
გარდა ამისა, კანონმდებლები ამბობენ, რომ დოკუმენტში გაითვალისწინეს ოპოზიციის მოსაზრებათა ნაწილიც.