სახალხო დამცველის შესარჩევად დღესაც იმსჯელებენ

12 დეკემბერი 2022, 14:19 502 ნახვა

სახალხო დამცველის კანდიდატებთან დაკავშირებით მსჯელობა პარლამენტში მიმდინარე  კვირაში გაიმართება, მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ შეეცდებიან საერთო კანდიდატთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერებას.

ოპოზიციის ნაწილი მესამე სექტორის მიერ წარდგენილ კანდიდატებს უჭერს მხარს, მეორე ნაწილს კი მიაჩნია, რომ მხარეებმა მოლაპარაკებებისთვის სივრცე უნდა დატოვონ და განიხილონ დასახელებული სხვა კანდიდატებიც.

მმართველ პარტიაში იმედს გამოთქვამენ, რომ საერთო კანდიდატზე კონსესუსი შედგება თუმცა  ამ ეტაპზე კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე საუბრისგან თავს იკავებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი