პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს, დეპუტატები 6 კანდიდატს შეხვდებიან.
კანდიდატები არიან: - ანა აბაშიძე, თამარ მახარობლიძე, როინ მიგრიაული, ლია მუხაშავრია, ლევან ნემსაძე და ნინო ნიშნიანიძე.
ოპოზიცია პროცესს სკეპტიკურად უყურებს. მათი შეფასებით, სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობა გაგრძელდება.უმრავლესობა კი შერჩევის მთავარ კრიტერიუმებად მიუკერძოებლობასა და პროფესიონალიზმს ასახელებს.