ენმ თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს ბლოკჩეინის სისტემით ჩატარდება. აღნიშნული სისტემით არჩევნების ჩატარებას 69 მომხრე და 1 მოწინააღმდეგე ჰყავდა.
სისტემა რომელიც პარტიაში ნიკა მელიას ჯგუფმა წარმოადგინა, ფარული კენჭისყრის საშუალებას იძლევა.ენმ-ს წევრები თანხმდებიან, რომ ახლა მთავარი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და "რუსი ოლიგარქის" წინააღმდეგ ბრძოლაა.საბჭოს გადაწყვეტილებით, თავმჯდომარეობის კანდიდატთა რეგისტრაცია ხვალ საღამოს 6 საათზე შეწყდება.
პოლიტსაბჭოზე შედგა ე.წ. ჯელტმენური შეთანხმებაც, რომელიც მიხედვითაც, პარტიაში თანამდებობები არ შეცვლილა, თუმცა უფლებები შეეზღუდათ პეტრე ცისკარიშვილსა და ზურა მელიქიშვილს.