აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ იგი ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მას შემდეგ, რაც უკრაინის ლიდერმა ბაიდენს მადლობა გადაუხადა უპრეცედენტო დახმარებისთვის, რომელიც ვაშინგტონმა უკრაინას გაუწია თებერვალში რუსული ძალების შეჭრის შემდეგ.
„ეს არა მხოლოდ ხელს უწყობს წარმატების მიღწევას ბრძოლის ველზე, არამედ მხარს უჭერს უკრაინის ეკონომიკის სტაბილურობას. - დაწერა ზელენსკიმ მის ოფიციალურ ტელეგრამ არხზე. უკრაინის ენერგოქსელი ოქტომბრის შემდეგ რუსული სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმების შედეგად მწყობრიდან არის გამოსული, რის გამოც ზამთარში მილიონობით მშვიდობიანი მოქალაქე გათბობისა და შუქის გარეშე დარჩენის რისკის ქვეშაა. მანამდე უკრაინის პრეზიდენტი ტელეფონით ესაუბრა საფრანგეთისა და თურქეთის პრეზიდენტებსაც.
ზელენსკიმ და ერდოღანმა შავი ზღვის საექსპორტო დერეფნის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს.