როდის ეყოლება ქვეყანას ახალი სახალხო დამცველი?

09 დეკემბერი 2022, 17:54 529 ნახვა

სახალხო დამცველის პოსტი დღეიდან ვაკანტურია. ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, მოვალეობას პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე შეასრულებს. ვინ ჩაანაცვლებს მას სახალხო დამცველის პოსტზე, ამის შესახებ მხარეებს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციები მიმდინარე კვირას გაგრძელდება. არცერთ პარტიას პარლამენტში არ აქვს საჭირო მანდატების რაოდენობა, რომ აირჩიოს სახალხო დამცველი, რის გამოც აუცილებელია პოლიტიკური შეთანხმება. ეს პროცესი რამდენიმე კვირის წინ დასრულებული გასაუბრების შემდეგაც კი ბოლომდე ჯერ არ მისულა. ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ შეთანხმება მიიღწევა, ნაწილი კი თვლის, რომ „ქართული ოცნება“ საკითხს ჩააგდებს.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში