შეხვედრა ხელვაჩაუის მუნიციპალიტეტის სოფლის ექიმებთან

08 დეკემბერი 2022, 17:47 627 ნახვა

2023 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამის ფარგლებში, გაიზრდება ზოგიერთი კარდიოლოგიური სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროცენტული წილი , რომელიც არ არის განსაზღვრული DRG მეთოდით და დაფინანსდება 80- დან 100 % -ის ფარგლებში. ასევე, გაიზრდება იმ სამედიცინო მომსახურების დაფინანსება 90%-მდე, რომელიც ფინანსდება DRG მეთოდით განსაზღვრული საბაზისო ღირებულების ფარგლებში, მაგრამ გარკვეული მიზეზის გამო ბენეფიციარი ვერ ხვდება ზემოთ აღნიშნულ პროგრამაში. აღნიშნულ სიახლეებთან და სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტით დაგეგმილი პროგრამების შესახებ, დღეს მინისტრი ნინო ნიჟარაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფლის ექიმებს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს ესაუბრა. მინისტრის განმარტებით, 2023 წელს სამინისტროს ბიუჯეტი 4 000 000 ლარამდე გაიზრდება და 32 735 000 ლარი იქნება. შესაბამისად გაიზრდება პროგრამების ბიუჯეტი და მოსარგებლეთა რაოდენობა, ასევე ამოქმედდება რამდენიმე ახალი პროგრამა.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი