პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით პოლონეთს ეწვევა

04 დეკემბერი 2022, 14:17 490 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს პოლონეთში რესპუბლიკის პრეზიდენტს ანჯეი დუდას შეხვდება. პირისპირ შეხვედრის შემდეგ მედიისათვის განცხადებები გაკეთდება.

ხვალ კი სალომე ზურაბიშვილ მონაწილეობას მიიღებს წმ. გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც გაიმართება საქართველოს და პოლონეთის ფოსტის ერთობლივი მარკის – „წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე“ წარდგენისა და ხელმოწერის ცერემონია.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მოეწყობა შეხვედრა სტუდენტებთან, პრეზიდენტი საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ, საჯარო ლექციას წაიკითხავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში