უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსული ძალები ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი, ბახმუტის მიმართულებით უტევენ. დანარჩენ მიმართულებებზე, როგორებიცაა უგლედარი და ზაპოროჟიე, თავდაცვით პოზიციებს ინარჩუნებენ. ჩვენ ვაანალიზებთ დამპყრობლის განზრახვებს და ვამზადებთ კონტრზომას, კიდევ უფრო მძლავრ კონტრზომას, ვიდრე ახლა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.