ანსამბლ „ხორუმის“ კონცერტი ხვალ გაიმართება

01 დეკემბერი 2022, 17:38 716 ნახვა

ბათუმის მუსიკალური ცენტრში ხვალ აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „ხორუმის“  კონცერტი გაიმართება. „ქართული“, „განდაგანა“, ,,ხორუმი“ - არაერთი გრან პრის მფლობელი ანსამბლი მაყურებლის წინაშე  ტრადიციული პროგრამით წარსდგება. დღეს მუსიკალურ ცენტრში ანსამბლს წინასაკონცერტო რეპეტიცია ჰქონდა, ღონისძიება კი ხვალ საღამოს 7 საათისთვისაა ჩანიშნული.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში