ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის არჩევის პროცესს აფასებს და ამბობს, რომ ის გამჭვირვალეა, თუმცა მთავარია შედეგი.
როგორც ლომჯარია ამბობს, ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციაც ისაა, რომ დამოუკიდებელი სახალხო დამცველი იყოს არჩეული. ამასთან, ლომჯარიას განცხადებით, არ აქვს ინფორმაცია, როგორ მიმდინარეობს ან რა ეტაპზეა პოლიტიკური მოლაპარაკებები სახალხო დამცველობის კანდიდატებთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, პარლამენტმა ომბუდმსენობის მსურველებთან გასაუბრება დაასრულა.
სახალხო დამცველის ექვსი წლის ვადით ასარჩევად 90 ხმაა საჭირო. მოქმედ სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 8 დეკემბერს ეწურება.