კიევში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ისლანდიის, ფინეთის, ნორვეგიისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს უმასპინძლა.
შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიასა და მის შედეგებზე, ევროკავშირის სანქციების გამკაცრებაზე, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაზე, ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე იმსჯელეს.
უკრაინის დედაქალაქში თოვლი და ნულოვანი ტემპერატურაა, მილიონობით ადამიანს კი რუსული ძალების საჰაერო თავდასხმების გამო ელექტროენერგია და ცენტრალური გათბობა შეფერხებით მიეწოდება.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ მოემზადონ სიცივისა და სიბნელის კიდევ ერთი სასტიკი კვირისთვის და ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ოკუპანტების თავდასხმები ივარაუდა, რომელიც მისი თქმით რაკეტების მარაგის ამოწურვამდე საჰაერო თავდასხმებს არ შეწყვეტს.