აჭარის მთავრობა მწვანე კონცხზე ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის ორ შენობას და მათზე დამაგრებულ მიწის ფართს აუქციონით ყიდის. ამ შენობებიდან ერთი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსია, მეორე კი ამავე უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი. ამ ეტაპზე იქ სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს. შენობების გასაყიდი ფასი 4 მილიონ 500 ათასი ლარია. საწყისი ფასის გათვალისწინებით, ინვესტორი 1 კვადრატული მეტრი მიწის ფართობში, 330 ლარს გადაიხდის. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ აუქციონიდან შემოსული თანხის დიდი ნაწილი უნივერსიტეტს ჩაერიცხება.