დღეს, შუახევში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შუახევობა“ აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. გაიმართა ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი. დაჯილდოვდნენ საპატიო შუახეველები. ასევე დღეს შუახევში FIFA-ს სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შუახევში FIFA-ს სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი გახსნა. სტადიონი 500 მაყურებელზეა გათვლილი. მოეწყო ხელოვნური საფარი, აშენდა შენობა სპორტსმენებისა და ადმინისტრაციისთვის. შუახევის ახალი საფეხბურთო მოედნის მშენებლობისთვის 2 მლნ ლარი დაიხარჯა.