კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის დეკრეტული შვებულების თანხა ორმაგდება

28 ნოემბერი 2022, 17:43 1203 ნახვა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი განმარტავს, მომდევნო წლის ბიუჯეტის თანახმად, ვის და რამდენი პროცენტით გაეზრდება ხელფასი. როგორც ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ყოველწლიურად საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები 10%-ით გაიზრდება, მომავალ წელს კი გამონაკლისის სახით ჯარის, პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურის ანაზღაურება 20%-ით მოიმატებს. დღეს ასევე გახდა ცნობილი რომ:  1-ელი იანვრიდან, დეკრეტული შვებულების პერიოდში დახმარება კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც 1000 ლარიდან 2000 ლარამდე გაიზრდება.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი