ხაშურისა და სურამის ეპარქიაში, ყაჩაღობისა და მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული ორი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, ხაშურის რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს.
ბრალდებულების ინტერესებს საზოგადოებრივი ადვოკატი დაიცავს მონაზვნის ჯგუფურად, განსაკუთებული სისასტიკით ჩადენილი გაუპატიურების და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება გუშინ წარედგინა. მათ თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო პატიმრობა ელოდებათ.
პროკურატურის ინფორმაციით, ხაშურის სოფელ ცხრამუხაში მდებარე ეკლესიის საცხოვრებელ კელიაში ორი პირი თავს დაესხა მონაზონს და ძალადობის მუქარით მოსთხოვეს ფული და ძვირფასეულობა. თუმცა უარის მიღების შემდეგ, მათ მონაზონს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ჯგუფურად გააუპატიურეს. ასევე, მონაზონს წაართვეს მობილური ტელეფონი, კვლავ სცემეს და დატოვეს უგონო მდგომარეობაში.
ბრალდებულებმა ეკლესიიდან წაიღეს შესაწირი ყუთები, რომელშიც იყო ფული და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.