შეხვედრა ელჩებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

28 ნოემბერი 2022, 11:13 413 ნახვა

საქართველოში აკრედიტებულ ელჩებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი შეხვდა.

უწყების ინფორმაციით,    შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და უფლებრივ მდგომარეობას და ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით გალისა და ახალგორის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციასა და ფუნდამენტური უფლებების სხვა უხეშ დარღვევებს.   

თეა ახვლედიანმა ასევე ისაუბრა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ შესახებ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში