''თეა წულუკიანის განცხადება არის არასწორი ინფორმაცია, შეიძლება ითქვას ეს არის ცილისწამება”-ასე ეხმაურება უჩა ნანუაშვილი იუსტიციის მინისტრის განცხადებას. სახალხო დამცველი აცხადებს, რომ თეა წულუკიანმა ან უნდა წარმოადგინოს დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტი ან ბოდიში უნდა მოიხადოს.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            