მოსახლეობის პროტესტი

25 იანვარი 2017, 00:00 2822 ნახვა

აქცია იყო ბათუმის მერიასთან.  წერეთლის 44 ნომერში  მცხოვრებლებმა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა გააპროტესტეს. მოქალაქეების განცხადებით, იმის გამო, რომ ქუჩაზე გარევაჭრობაა მოწყობილი ეზოებში ანტისანიტარიაა. ამასთან ტერიტორიაზე ადამიანებისა და ავტომობილების სიმრავლის გამო საჭიროების შემთხვევაში საცხოვრებელ სახლებთან მისვლას სასწრაფო დახმარების მანქანებიც ვერ ახერხებენ. აქციის მონაწილეებს ბათუმის მერი გამოეხმაურა. გიორგი ერმაკოვმა მათთან დახურული შეხვედრა გამართა და პირობა მისცა, რომ ტერიტორია გათავისუფლდება, გარემოვაჭრეებს კი ალტერნატივას შესთავაზებენ.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი