ევროკავშირის მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის ელექტრონული მონიტორინგის 250 კომპლექტი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს გადაეცა, რათა მოძალადეების გადაადგილების თვალყურის გზით, მოხდეს ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია.
მსოფლიო მაშტაბით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ელექტრონული მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირების მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის ფაქტები 95%-ით მცირდება, ხოლო შემაკავებელი ორდერის ეფექტურობა იზრდება.
ევროკავშირის მხარდაჭერის შემდეგი ეტაპი ითვალისწინებს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის გადაცემას, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის გადაუდებელი სამაშველო აღჭურვილობის შეძენას.