ვოლოდიმირ ზელენსკი ვიშოგოროდში ჩავიდა - დაღუპულია შვიდი ადამიანი

26 ნოემბერი 2022, 10:56 674 ნახვა

უკრაინაში ომი გრძელდება. ქვეყნის პრეზიდენტი კიევის ოლქის ქალაქ ვიშეგოროდში იმყოფებოდა, სადაც რამდენიმე დღის წინ რუსეთის იერიშს 7 ადამიანი ემსხვერპლა, 30 კი დაშავდა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სარაკეტო იერიშის შედეგად დანგრეული სახლი დაათვალიერა. ასევე მივიდა ე.წ უძლეველობის პუნქტში, რომლებიც უკრაინის ქალაქებში იხსნება, იქ მოქალაქეებს შეუძლიათ გათბნენ, ისარგებლონ ინტერნეტით და დამუხტონ ტელეფონები.

გარდა ამისა, ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში პრეზიდენტმა კიევის ხელისუფლება ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემების ფონზე უხარისხო მუშაობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ე.წ უძლეველობის პუნქტებთან დაკავშირებით კიევში ბევრი საჩივარია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი