შუახევის მერიის მიზნობრივი პროგრამის ,,მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით“ , გამარჯვებულ მონაწილეებთან ხელშეკრულებები გაფორმდა. პროექტი წელს მესამედ ხორციელდება, რომლის ბიუჯეტიც ყოველწლიურად მზარდია. მიმდინარე წელს ,,გაეროს განვითარების პროგრამის" ფარგლებში პროექტის ბიუჯეტი 15 000 ლარით გაიზარდა, რაც ჯამში 30 000 ლარია.