ევროპის საბჭოს გადაწყვეტილება

25 იანვარი 2017, 00:00 1918 ნახვა

სტრასბურგში წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატურები ჩავარდა. ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩის ინფორმაციით კანდიდატების წინააღმდეგ ხმა 5-მა მისცა, 1 იყო მომხრე და ორმა თავი შეიკავა. შეგახსენებთ, რომ გასული წლის 29-30 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კომიტეტის სხდომაზე საქართველოდან წარდგენილ 3 კანდიდატთან - ევა გოცირიძე, ალექსანდრე ბარამიძე, გიორგი ბადაშვილი - გასაუბრებები გაიმართა, თუმცა კენჭისყრა 2017 წლის იანვრისთვის გადაიდო.

ამავე კატეგორიაში