21 ნოემბერს ტელევიზიის მსოფლიო დღე აღინიშნება

21 ნოემბერი 2022, 12:39 663 ნახვა

21 ნოემბერი ტელევიზიის მსოფლიო დღეა. 1996 წლის პირველ მსოფლიო სატელევიზიო ფორუმზე გაერომ ტელევიზიის მსოფლიო დღე - "World Television Day" დააწესა, რომელიც ყოველწლიურად, უკვე 20 ქვეყანაში აღინიშნება. ამ დღეს ტელევიზიები მთელი მსოფლიოდან ერთიანდებიან და 30-წამიან ვიდეორგოლს ათავსებენ ეთერში.

ქართული ტელევიზიის ისტორია 1953 წლიდან იღებს სათავეს. ამავე წელს დაიწყო პირველი ტელეცენტრის დაპროექტება თბილისში, რომელიც მთაწმინდის ზედა პლატოზე უნდა განთავსებულიყო.

1956 წელს მთაწმინდის ზედა პლატოზე სატელევიზიო ანძის მშენებლობა დასრულდა. პირველი ტელეგადაცემები სწორედ მთაწმინდის ტელესტუდიიდან გადაიცემოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი