ილონ მასკმა დონალდ ტრამპს "ტვიტერის" ანგარიში აღუდგინა

20 ნოემბერი 2022, 11:26 544 ნახვა

დონალდ ტრამპის ანგარიში სოციალურ ქსელში აღდგენილია, ამის შესახებ ილონ მასკმა განაცხადა. მისი ანგარიში 2021 წლიდან ძალადობის წაქეზების გამო შეჩერებულია.

მედიის ცნობით, ტრამპის ტვიტერის აღდგენამდე ილონ მასკმა ონლაინ გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ანგარიშის აღდგენას მხარი დაუჭირეს.

„ხალხმა საკუთარი აზრი დააფიქსირა“, - დაწერა მასკმა ტვიტერზე და დაამატა,  რომ  15 მილიონზე მეტი მომხმარებლის 51,8%-მა ხმა ტრამპისთვის აკრძალვის გაუქმებას მისცა, თუმცა, მედიის ინფორმაციით,  აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი შესაძლოა არ დაბრუნდეს Twitter-ის პლატფორმაზე, რადგან მან ადრე განაცხადა, რომ ამისთვის ვერანაირ მიზეზს ვერ ხედავს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი