საკონსტიტუციო კომისიის შექმნის პარალელურად ჩნდება კითხვა რა ბედი ელის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას. რეგიონის მთავარ დოკუმენტში, რომელიც 2008 წლის 20 თებერვალს შევიდა ძალაში, არაფერია შესწორებული. დეპუტატების განცხადებით რამდენიმე მუხლი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში შესაძლოა შეიცვალოს ავტომატურად აისახება აჭარის კონსტიტუციაშიც. დეტალებზე დღეს დეპუტატებს არ უსაუბრიათ, თუმცა აცხადებენ, რომ მათი ინიციატივები ეხება უმაღლესი საბჭოს პირველი სესიის მოწვევასა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნა-გადადგომის წესს.